მთავარისიახლეებიბაიდენმა კონგრესს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის $13 მილიარდის გამოყოფა სთხოვა

ბაიდენმა კონგრესს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის $13 მილიარდის გამოყოფა სთხოვა

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 13 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა New York Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გარდა ამისა ბაიდენმა მოითხოვა დამატებით 8 მილიარდი დოლარი წლის ბოლომდე უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

NYT ასევე წერს, რომ ჯამში ბაიდენმა კონგრესს დამატებით 24 მილიარდი დოლარი სთხოვა უკრაინისთვის და “რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული სხვა ქვეყნებისთვის”.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიერ უმრავლესობის მოპოვების შემდეგ უკრაინისთვის სამხედრო დაფინანსების გაზრდაზეა საუბარი.

გამოცემის თქმით, ეს იქნება ტესტი “უკრაინისადმი აშშ-ის ფართომასშტაბიანი დახმარება შენარჩუნდება თუ არა”.

აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი წევრი გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინისთვის შემუშავებული თავდაცვის კუთხით დახმარების პაკეტი 2024 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე იქნება საკმარისი.

“ამ დაფინანსების არ დადასტურება იქნება გადამწყვეტი მომენტი აშშ-ისთვის ომის დაწყებიდან თითქმის 18 თვის შემდეგ. კონგრესმა სამჯერ, დიდი დაპირისპირების გარეშე მიიღო უკრაინის დაძმარების პაკეტები, მათგან ბოლო დეკემბერში. ეს შეარყევს ტრანსატლანტიკურ კოალიციას, რომელიც იარაღის მიწოდებისა და უკრაინის ჯარის წვრთნების მიზნით ბაიდენმა შექმნა.” – ამბობს წყარო გამოცემასთან.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...