მთავარისიახლეები2008 წლის 11 აგვისტოს არნახული სიმხდალე აჩვენა ე.წ. მთავარსარდალმა - პრემიერი სააკაშვილზე

2008 წლის 11 აგვისტოს არნახული სიმხდალე აჩვენა ე.წ. მთავარსარდალმა – პრემიერი სააკაშვილზე

Published on

2008 წლის 11 აგვისტოს, ასევე არნახული სიმხდალე აჩვენა ე.წ. მთავარსარდალმა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც შინდისის გმირებს პატივი მიაგო.

ღარიბაშვილის თქმით, როცა ჩვენი გმირები შინდისში თავს სწირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მიწაზე გართხმული, შეშინებული სახით ნახა მთელმა მსოფლიომ.

„საუბედუროდ ამავე დღეს, სამწუხაროდ, ეს ჩვენი სირცხვილია, რადგან ამავე დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს, ასევე არნახული სიმხდალე აჩვენა ე.წ. მთავარსარდალმა. გახსოვთ, გაქცეული სააკაშვილი თვითმფრინავის ხმის გამო. მას აქ ჩამოყვანილი ჰყავდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ, როცა ჩვენი გმირები აქ თავს სწირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მიწაზე გართხმული, შეშინებული სახით ნახა მთელმა მსოფლიომ. ეს მითითებს იმაზე, რომ ჩვენ ლომი ბიჭების არმია იბრძოდა თავდადებით, თავგანწირვით და ამ დროს სათავეში ედგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. ჩვენ ჩვენი ჭკუით, ჩვენი გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. “, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა შიდნისის გმირების თავდადებაზეც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა მათ გმირობის გაზრდისთვის.

„ძალიან ბევრი დეტალი გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც შინდისის ბრძოლა გაიმართა – როგორი თავდადება გვანახეს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე და მათ ოჯახებს მინდა მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ასეთი გმირების გაზრდისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

სიახლეები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...