უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, 9 აგვისტოს, ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.
კლიმენკოს თქმით, 8:30 საათის მონაცემებით, დაიღუპა სამი და დაშავდა ცხრა, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 11 თვის ბავშვია. მისივე განცხადებით, დაიღუპნენ 43 წლის კაცი, 19 და 21 წლის ქალები.
შეგახსენებთ, რომ რუსებმა ზაპოროჟიეში 9 აგვისტოს საცხოვრებელ ზონა დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ავიაეირიში “ისკანდერის” რაკეტით განხორციელდა.