მთავარისიახლეებიმღებრიშვილის თქმით, შოვში 12 პირს ეძებენ

მღებრიშვილის თქმით, შოვში 12 პირს ეძებენ

Published on

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში დაკარგულად მიიჩნევა 12 ადამიანი. დღეის მდგომარეობით მაშველებს დაღუპულების ცხედრები არ უპოვიათ.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობენ, რომ შეიძლება დაკარგული უფრო მეტი ადამიანი იყოს, მაგალითად უცხოელი ტურისტები, მღებრიშვილი პასუხობს, რომ ერთი კვირა საკმარისი დროა, რომ ოჯახს დაკარგულები მოეკითხათ.

“თეორიის დონეზე, რა თქმა უნდა, მე ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ და ვერც გადაჭრით ვერ ვიტყვი. თუმცა გონივრული ვადა, 1 კვირა, მე ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ საკმარისი დროა იმისთვის, რომ ადამიანმა მისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მინიმუმ უნდა მოიკითხოს, ლოგიკურად. თუმცა ამ დროისთვის, დღეის მონაცემებით არ გაზრდილა, თუკი მსგავსი ინფორმაცია შემოვა, რა თქმა უნდა, მოხდება პირველ რიგში ოპერატიულად გადამოწმება და დადგენა”, – თქვა მღებრიშვილმა.

დღეს შოვში მომხდარი სტიქიიდან ერთი კვირა გავიდა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...