მთავარისიახლეებიBelavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ივნისიდან შეიზღუდა, შევისწავლით ახალ სანქციებს

Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ივნისიდან შეიზღუდა, შევისწავლით ახალ სანქციებს

Published on

სანქციებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში ბელარუსული ავიაკომპანიის დასანქცირებასთან დაკავშირებით.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ, საქართველოს მიმართულებით ავიარეისები Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით სრულდება.

GCAA – ში აცხადებენ, რომ შეისწავლიან აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებსაც და შესაბამის გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

GCAA – ში აცხადებენ, რომ შეისწავლიან აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებსაც და შესაბამის გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ:

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მგზავრთა, ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივად ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო ავიაციის მწარმოებელი კომპანიების მიერ დაწესებული სანქციებისა თუ შეზღუდვების მონიტორინგს.
სწორედ მწარმოებლის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია „Belavia”-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. შესაბამისად, ავიარეისები აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით სრულდება Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით.
სააგენტო, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, დეტალურად შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია „Belavia”-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება” აცხადებს სააგენტო.

შეგახსენებთ, გუშინ, 9 აგვისტოს, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა ხუთი ბელარუსული კომპანია, მათ შორის ავიაკომპანია Belavia, რვა ფიზიკური პირი და ერთი თვითმფრინავი, სანქციების სიაში შეიყვანა. სანქცირებულია ალექსანდრ ლუკაშენკოს თვითმფრინავი

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...