მთავარისიახლეებისაზოგადოებათანადგომისთვის - დღეს, 21:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია ჩაინიშნა

თანადგომისთვის – დღეს, 21:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია ჩაინიშნა

Published on

თანადგომისთვის – ამ სახელწოდებით დღეს, 7 აგვისტოს, პარლამენტის წინ აქცია ჩაინიშნა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 21:00 საათზე შეიკრიბებიან.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციაზე არ იქნება სიტყვით გამოსვლები.

“შოვის ტრაგედიის გლოვის დღესთან და აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, 7 აგვისტოს, 21:00 საათზე, პარლამენტის წინ ვიკრიბებით ადამიანები, რათა:

დაღუპულთა ოჯახებსა და ერთმანეთს დავანახოთ, რომ ჩვენი ტკივილი და თანადგომა სცდება ფეისბუქის პოსტებს
შევახსენოთ ამ მთავრობას, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აუცილებლად მოვთხოვთ პასუხისმგებლობას
შევახსენოთ რუსეთს, რომ ოკუპანტია და გვახსოვს ომის დაწყების ნამდვილი თარიღი!
ვიკრიბებით ადამიანები, რომლებიც არ წარმოვადგენთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.
გამოსვლები არ იგეგმება. შეგიძლიათ, მოიტანოთ ყვავილები, სანთლები, თემატური პლაკატები”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს საქართველოში გლოვის დღეა. ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...