მთავარისიახლეებიქართველი ხალხის გვერდით ვართ, ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას -...

ქართველი ხალხის გვერდით ვართ, ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას – უკრაინის საგარეო

Published on

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას.

“15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ. უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით დგას და კვლავაც ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერია განცხადებაში.

15 years ago #Russia invaded #Georgia. 🇬🇪regions, Abkhazia and Tskhinvali region/South Ossetia, remain occupied by 🇷🇺troops. #Ukraine stands with Georgian people and reiterates its support for sovereignty and territorial integrity of 🇬🇪 within internationally recognized borders.

— MFA of Ukraine 🇺🇦 (@MFA_Ukraine) August 7, 2023
2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 2 232 სამხედრო და სამოქალაქო პირი.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...