მთავარისიახლეებისაზოგადოებატრაგედია ონში - რა ვიცით ამ დროისთვის (განახლებადი)

ტრაგედია ონში – რა ვიცით ამ დროისთვის (განახლებადი)

Published on

12:42 – ნაპოვნია 18 ცხედარი, იდენტიფიცირებულია 12, ეძებენ 17 ადამიანს (მათგან 8 ბავშვია).
🔻 მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური განათებებით მიმდინარეობდა სამუშაოები, კოტეჯების მხარეს გადასროლილია მძიმე ტექნიკა, ამჟამად სხვადასხვა ლოკაციაზე 25 ექსკავატორი მუშაობს, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს მძიმე ტექნიკა კიდევ დაემატება.
🔻 ადამიანებს ეძებენ კოტეჯების მონაკვეთზე, რომელიც 3-4 მეტრი შლამითაა დაფარული, სადაც იპოვიან იმის ნიშანს, რომ შეიძლება იქ ადამიანი იყოს (სათამაშოს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ფრაგმენტები, ნივთები), მძიმე ტექნიკა მუშაობას აჩერებს და ხელსაწყოებით მუშაობას იწყებენ მაშველები და მოხალისეები. ეპიცენტრში არიან კინოლოგებიც.
🔻 ადგილზე მუშაობენ მსგავს სიტუაციებში ყოფნისა და მუშაობის გამოცდილების მქონე მოხალისეები, სამძებრო სამუშაოებში ჩართეს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილიც (ონის მერის განმარტებით).
🔻 მოხალისეების ნაწილი დღვიორას ხიდთან, სოფელ გლოლას ბოლოში, მთელი ღამის განმავლობაში იყო შეკრებილი, ისინი დღეს საველე სამზარეულოს გამართავენ და მაშველებისთვის, მოხალისეებისთვის, სხვა მსურველებისთვის ცხელი წვნიანის მომზადებას და დარიგებას დაიწყებენ.
🔻 ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ ღვარცოფის მოსალოდნელობაზე წინასწარ ვერავისთვის იქნებოდა ცნობილი, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უწყებებმა ადგილობრივი გამგეობების ჩათვლით, მიიღეს SMS-შეტყობინებები ღვარცოფის საშიშროების არსებობის შესახებ, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს. შეიძლებოდა თუ არა ამ კონკრეტული შემთხვევის თავიდან აცილება, გარემოს დაცვის სააგენტოს შუალედური დასკვნა ამ საკითხზე დღის ბოლოს უნდა დაიდოს, თუმცა, საინტერესო იქნება არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების დასკვნაც.
🔻 ზაზა მესხისა და მისი შვილების შესახებ, სამწუხაროდ, ჯერ არაფერია ცნობილი – მათ ეძებენ.

სიახლეები

სოციალური საწარმო ”Mego Bar”-ი დღეს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვას უერთდება

Mego Bar უერთდება საყოველთაო გაფიცვას, 15 იანვარს, 15:00 დან 18:00 სთ მდე არ იმუშავებს უფასო...

”საერთაშორისო გამჭვირვალობა” ზვიად ქორიძეზე თავდამსხმელების დაკავებას ითხოვს

   ბათუმში წუხელ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' განცხადებას ავრცელებს,რომელსაც ოდიშინიუსი უცვლელად გთავაზობთვეხმიანებით...

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება დღევანდელ საყოველთაო გაფიცვას

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას და 15:00 საათიდან 18:00 საათამდე წყვეტს მუშაობას. საყოველთაო...

დღეს, 15 საათზე “იფიცება საქართველო”

დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. პროტესტის მიზანი...