მთავარისიახლეებისაზოგადოებაშოვი, დღე მესამე | რა ხდება და რა იგეგმება 5 აგვისტოს

შოვი, დღე მესამე | რა ხდება და რა იგეგმება 5 აგვისტოს

Published on

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გათენებისთანავე განახლდა, ადგილზე 200-მდე მეხანძრე-მაშველია, ჩართულია თავდაცვის ძალები, მათ შორის, საინჟინრო ბატალიონი. დილიდან სტიქიის ზონაში დაფრინავს ვეტრმფრენი (ფოტო დილანდელია).
– შეგახსენებთ, ეძებენ 25 პირს, რომლებთანაც კავშირის დამყარება ღვარცოფის მოვარდნის შემდეგ ვერ ხერხდება. 3 და 4 აგვისტოს ნაპოვნია 11 ცხედარი, 200-ზე მეტი მოქალაქე სამშვიდობოსაა გამოყვანილი.
–
სტიქიის ზონაში ვერტმფრენით შეიყვანენ იმ პირთა ოჯახის წევრებს, ვისაც აქამდე ვერ უკავშირდებიან.
–
ასევე, იგეგმება თავდაცვის ძალების მიერ საფეხმავლო ხიდის მოწყობა, დღეს უნდა დაემატოს მძიმე ტექნიკა.
–
გუშინ მოხერხდა მძიმე ტექნიკის გადასროლა მდინარის მეორე ნაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც 5 ცხედარი იყო ნაპოვნი, სამძებრო სამუშაოები ისევ განახლდება.

სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...