მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანახლებული სამაშველო ოპერაცია, ვერტმფრენები, გამოყვანილები, მაშველები - შოვი, დღე მეორე

განახლებული სამაშველო ოპერაცია, ვერტმფრენები, გამოყვანილები, მაშველები – შოვი, დღე მეორე

Published on

სამაშველო ოპერაცია განახლდა, საფრენი ამინდია, არ წვიმს, გათენების შემდეგ შოვის თავზე დაფრინავს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ამ დროისთვის (07:30) უკვე რამდენიმე წრეზე – შსს იტყობინება, რომ მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი უკვე განახლდა.
პარალელურად მონიტორინგი და სადაზვერვო ფრენებია, ანუ ესეც სამაშველო ოპერაციის ნაწილია – ღვარცოფის ადგილი დაახლოებით სამმეტრიანი ლაფითაა დაფარული, ვერტმფრენები ზემოდან ათვალიერებენ, ხომ არ ჩანან სტიქიის ზონაში ადამიანები.
იმ ორ ვერტმფრენს, რომლებიც უკვე რაჭაში არიან, დღეს კიდევ ორი უნდა დაემატოს.
დილიდან უკვე რამდენიმე რეისი შესრულდა, 80-ზე მეტი ადამიანი გადმოყვანილია უსაფრთხო ზონაში მხოლოდ ამ დილით, ჯამში გუშინ და დღეს – 150-ზე მეტი. 
რამდენიმე ათეულ ადამიანთან ისევ ვერ ხერხდება კავშირის დამყარება, უმეტესად მათთან, ვინც კოტეჯების მხარეს იყო, კოტეჯები, ფაქტობრივად, წალეკილია, ის ადგილი ლაფითაა დაფარული. 
პრემიერმინისტრი სტიქიის ზონაში უკვე გაემგზავრა, ადგილზე არიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მუშაობს საგანგებო შტაბი. 
ვიდეო დილის კადრებით, განახლებული სამაშველო ავიარეისების შესახებ ნახეთ ჩვენს ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...