მთავარისიახლეებიამ მომენტისთვის, სტიქიის ზონაში 35 ადამიანია, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება - ქარსელაძე

ამ მომენტისთვის, სტიქიის ზონაში 35 ადამიანია, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება – ქარსელაძე

Published on

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ამ დროისთვის, რაჭაში სტიქიის ზონაში კონტაქტი 35 ადამიანთან ვერ ხერხდება. ამის შესახებ ქარსელაძემ საგანგებო თათბირის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ მომენტისთვის სტიქიის ზონიდან გამოყვანილია და უსაფრთხო ადგილასაა ყველა ის ადამიანი, რომლებიც მაშველებთან ერთად იმყოფებოდნენ.

“ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას, მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით ვერტმფრენების გამოყენებით და რა თქმა უნდა, უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებთანაც ვერ ხერხდება კავშირი, ამ მომენტისთვის 35 ასეთი ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება გადაზუსტება.”, – თქვა ირაკლი ქარსელაძემ.

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ განახლებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...