მთავარისიახლეებისამართალიენგურში ნათია ბახტაძის ცხედარს ეძებენ - აინარ ცვიჟბამ მისი მკვლელობა აღიარა

ენგურში ნათია ბახტაძის ცხედარს ეძებენ – აინარ ცვიჟბამ მისი მკვლელობა აღიარა

Published on

ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ რეჩხში, “ვარდნილჰეს-3”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და მდინარე ენგურში მვინთავები და მაშველები ეძებენ 28 წლის ნათია ბახტაძის ცხედარს, რომლის მკვლელობა მისმა ყოფილმა შეყვარებულმა აინარ ცვიჟბამ აღიარა

– მან თქვა, რომ გოგონა 28 ივლისს გაიტაცა, თავისი მანქანის სალონში მოკლა და ვარდნილჰესის კასკადიდან ენგურში გადააგდო.

ამავე დროს, ოჩამჩირის რაიონში, ზღვის ნაპირას, უკაცრიელ ფიჭვნარში, კიდევ ორი გოგოს ცხედარია ნაპოვნი, ორივეს ძალადობის კვალი ეტყობა. ერთი მათგანი, სავარაუდოდ, დრანდელი გოგოა, რომელსაც ერთ თვეზე მეტია, ეძებენ. მეორის ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის – ორივე ცხედარი გარეული ცხოველებისგან დაზიანებულია. 

ცხედრის ძებნის ამსახველი ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე 

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...