მთავარისიახლეებიმსოფლიოსარაკეტო შეტევები უკრაინაზე: სად რა ხდებოდა ღამით

სარაკეტო შეტევები უკრაინაზე: სად რა ხდებოდა ღამით

Published on

უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა გაანადგურეს 23 დრონი-კამიკაძე, რომელიც მტერმა კურსკიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და ჩაუდიდან (ყირიმის ნ/კ) გაუშვა უკრაინის ქალაქების მიმართულებით. 

კიევი: დედაქალაქის თავზე 10 დრონია ჩამოგდებული. ნამსხვრევები სოლომენკოსა და სვიატოშინსკის რაიონებში ჩამოვარდა. არავინ დაზარალებულა. 

კიევის ოლქი: ბუჩის რაიონში ერთი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, გაჩნდა ხანძარი, დაზარალებულები არ არიან. 

ოდესის ოლქი: საპორტო და და სამრეწველო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხანძარი, ელევატორის გამოსვლა მწყობრიდან. დაზარალებულები არ არიან. 

სუმის ოლქი: ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, დაზარალებულები არ არიან. 

ხარკოვის ოლქი: იზიუმის რაიონში რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, დაიღუპა 91 წლის ქალი, 45 წლის კაცი ჰოსპიტალიზებულია. კუპიანკის რაიონში სამი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....