უკრაინელებმა დრონებით ისევ შეუტიეს რუსეთის დედაქალაქს: მიზანში ისევ “მოსკვა-სიტი” და იქ მდებარე ცათამბჯენი იყო ამოღებული – უკვე მეორედ სამი დღის განმავლობაში.
შენობაში კავშირგაბმულობისა და ციფრული განვითარების სამინისტროა განთავსებული, აფეთქება ზედა სართულებზე მოხდა, ჩაირთო განგაშის სირენები, არავინ დაზიანებულა.
როგორც თვითმხილველები წერენ, ამჯერად აფეთქება უფრო ძლიერი იყო, ვიდრე პირველ შემთხვევაში.
ოკუპანტებმა კი “შაჰიდებით” დაბომბეს ხარკოვი – დაზიანდა ორი შენობა, ერთში ხანძარი გაჩნდა, დილიდან იქ მაშველები მუშაობენ.
კრივოი როგზე ორი დღის წინ მიტანილი რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეულ საცხოვრებელ კორპუსთან დასრულდა სამაშველო სამუშაოები. დაზარალებულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა, დაღუპულთა შორის არიან 45 წლის ქალი და მისი 10 წლის შვილი.