მთავარისიახლეებიმსოფლიომტერი უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო შეტევისთვის ემზადება - ნატალია გუმენიუკი

მტერი უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო შეტევისთვის ემზადება – ნატალია გუმენიუკი

Published on

რუსი ოკუპანტები უკრაინაზე მორიგი მასობრივი შეტევისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ “სამხრეთის” დაჯგუფების სპიკერმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა. 

მისი თქმით, ამ დროისთვის, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე რუსეთის სამხედრო ავიაციის აქტიური მზადება შეინიშნება. ოკუპანტები დაზვერვით ინფორმაციას აგროვებენ და, დიდი ალბათობით, სამომავლოდ შეტევისთვის ემზადებიან. 

გუმენიუკმა დაამატა, რომ სრულიად შესაძლებელია, შავ ზღვაში გაიზარდოს რაკეტების მატარებელი ხომალდების რაოდენობა, თუმცა, შეტევები სანაპიროს მხრიდანაცაა მოსალოდნელი. 

“არსებობს პრაქტიკა, როცა ოკუპანტები ბუხტებიდან ურტყამენ ჩვენს ქალაქებს, თუმცა ეს საშიშია როგორც თვითონ რაკეტის მატარებელი ხომალდისთვის, ასევე მის ახლოს მყოფი სხვა ხომალდებისთვისაც. მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ამ პრაქტიკასაც მიმართავენ”, – დაამატა ნატალია გუმენიუკმა. 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...