რუსეთში ყველაფერი კეთდება მობილიზაციის პროცესის გასამარტივებლად, ანუ იმისთვის, რომ რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა გაიგზავნოს უკრაინაში, სასაკლაოზე.
ამჯერად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ან აღრიცხვიდან მოხსნა შესაძლებელი იქნება სამხედრო კომისარიატებში გამოცხადების გარეშე და ამის გაკეთება შესაძლებელი გახდება სოფლის გამგეობაში, საქალაქო საბჭოში და საპენსიო ფონდშიც კი.