უკრაინაში, ბახმუტთან მიმდინარე შეტაკებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, აჩიკო დევრისაშვილი გმირულად დაიღუპა – ის დაჭრილი თანამებრძოლის გამოსაყვანად ცეცხლის ზონაში შევიდა, მაგრამ უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
თანამებრძოლები და მეგობრები დაღუპულ ქართველ მებრძოლს კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში პარაკლისს გადაუხდიან და დაემშვიდობებიან, კვირას კი გმირის ცხედარს საქართველოსკენ გამოაცილებენ.
ტელერადიოკომპანია ოდიში სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს.
გმირები არ კვდებიან!
დიდება გმირებს!