მთავარისიახლეებიმსოფლიოფარიკაობის ფედერაციამ უკრაინელი ოლგა ჰარლანის დისკვალიფიკაცია გააუქმა

ფარიკაობის ფედერაციამ უკრაინელი ოლგა ჰარლანის დისკვალიფიკაცია გააუქმა

Published on

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ შეცვალა ადრინდელი გადაწყვეტილება და გააუქმა უკრაინელი მოფარიკავის ოლგა ჰარლანის დისკვალიფიკაცია, რომელიც მას იმის გამო მისცეს, რომ რუს მეტოქეს, პაექრობის დასრულების შემდეგ, ხელი არ ჩამოართვა. 

ოლგა ჰარლანმა ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ანა სმირნოვა დაამარცხა, მისთვის ხელის ჩამოსართმევად მიახლოებულ მეტოქეს კი დაშნა მიუშვირა და ახლოს მისვლის საშუალება არ მისცა. 

საერთაშორისო რეგლამენტის მიხედვით, შეხვედრა დასრულებულად არ ითვლება, თუ მეტქოეები ერთმანეთს ხელს არ ჩამოართმევენ, ამიტომ ჰარლანმა დისკვალიფიკაცია მიიღო, მაგრამ მოგვიანებით ფედერაციამ გადახედა გადაწყვეტილებას, რადგან აღმოჩნდა, რომ რეგლამენტი რუსმა მოფარიკავემაც დაარღვია:

ჰარლანთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ მან ფოტო გადაიღო თავის ძმასთან, რომელიც რუსულ სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი. ფოტოზე სმირნოვას ძმის სამხედრო ქუდი ახურავს. 

ამას გარდა, ფედერაციამ მიიჩნია, რომ უკრაინელ მოფარიკავეს ჰქონდა მეტოქისთვის ხელის არჩამორთმევის უფლება, რადგან ტურნირზე ჯერაც მოქმედებს კორონავირუსის გამო დაწესებული რეგლამენტი.

ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის დელეგაციამ წინასწარ გააფრთხილა ფედერაცია, რომ უკრაინელი სპორტსმენები არ ჩამოართმევენ ხელს რუს სპორტსმენებს იმის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელნი ჩემპიონატში ნეიტრალური დროშით მონაწილეობენ.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...