მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპანტების მიერ გატაცებული ორი ქართველი ცხინვალიდან გაათავისუფლეს

ოკუპანტების მიერ გატაცებული ორი ქართველი ცხინვალიდან გაათავისუფლეს

Published on

2 იანვარს შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლიდან გატაცებული სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი, რომლებსაც ე.წ. “საზღვრის” უკანონოს კვეთის გამო ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადასცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეგნებულად გადაკვეთეს “სახელმწიფო საზღვარი”.

საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლების ფაქტს სუს-იც ადასტურებს. “აღნიშნული პირების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა ცხელი ხაზის მეშვეობით. პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

გარდა ამისა, მათი უკანონო დაკავებისა და დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.” ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სიახლეები

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...