მთავარისიახლეებიიტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

Published on

იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდად აღიარა.

რეზოლუციას 130-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა კი არცერთს მიუცია, ოთხმა მათგანმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

იტალიელმა სენატორებმა რეზოლუციაში აღნიშნეს, რომ 1932 – 1933 წლებში საბჭოთა კავშირმა, რომელსაც სტალინი მეთაურობდა, განზრახ გამოიწვია მასობრივი შიმშილობა, რამაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა, ძირითადად, გლეხები და მცირე მიწის მესაკუთრეები.

“ჰოლოდომორისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საბჭოთა დანაშაულების გახსენებას დღეს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როცა რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრა უკრაინაში, უკრაინული ნაციონალური იდენტობის წაშლის განახლებული მცდელობისთვის”, – წერია რეზოლუციაში.

ჰოლოდომორს, როგორც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდს, 35-მდე ქვეყანა აღიარებს.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...