მთავარისიახლეებისაზოგადოებამელიასთვის მტკივნეულია იმის აღიარება, რომ სამეგრელო წააგო, მათ შორის ლევან ხაბეიშვილთან -...

მელიასთვის მტკივნეულია იმის აღიარება, რომ სამეგრელო წააგო, მათ შორის ლევან ხაბეიშვილთან – გოროზია

Published on

დაუთმო თუ არა ზაზა გოროზიამ საარჩევნო ოლქები ფრიდონ ინჯიას – სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ნიკა მელიას განცხადება ჭორაობას უწოდებს და ამბობს, რომ ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ის ვერ მოინელა, რომ მის დროს სამეგრელოში ყოველთვის საუკეთესო შედეგი იდებოდა.

გოროზია ამბობს, რომ მელიასთვის მტკივნეულია იმის აღიარება, რომ სამეგრელო წააგო, მათ შორის ლევან ხაბეიშვილთან.

მარტვილის ოლქში გვაქვს ყველაზე კარგი შედეგი, რაც კი გვქონია. იყრიდა თემურ ჯანაშია კენჭს. გვაქვს საუკეთესო შედეგი. ინჯიას მაგ ოლქში აქვს ყველაზე ცოტა ხმა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, მის ჭორაობას ვყვებით? რა დავთმეთ, სად დავთმეთ, საერთოდ ვერ ვხდები. მე არ ვაპირებ პარტიის წინააღმდეგ რამე ვთქვა. ყოველთვის ვაკეთებდი პარტიის საქმეს და ყოველთვის საუკეთესო შედეგი იყო სამეგრელოში, რაც ყველაზე მტკივნეულია მისთვის და სამეგრელოში მისი წაგებაა ყველაზე უფრო მტკივნეული. წააგაო ლევან ხაბეიშვილთან, რაც ვერ გადაიტანა. პირადად ამის გარკვევა მასთან რატომ, მას ჰქონია ჩემთან გასარკვევი. ჭორაობას, რასაც ის აწარმოებს პარტიის წინააღმდეგ, მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ მასთან დავიწყო რაიმე საუბარი… თუ მას სჭირდება, რომ დაარიოს ჩემთან რამე, მოვიდეს პარტიაში, თქვას, რომ ჩემს მიმართ აქვს პრეტენზიები და მოუსმინოს ყველამ, რა პასუხს გასცემენ”. – ამბობს ზაზა გოროზია.

ნიკა მელიამ გუშინ გადაცემა “რეაქციაში” თქვა, რომ არჩევნების დროს, ზაზა გორიზიასა და ფრიდონ ინჯიას შეთანხმებით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების ნაცვლად სამეგრელოს სოფლებში ინჯიას პარტიის წარმომადგენლები დააყენეს.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...