მთავარისიახლეებისაზოგადოებაკეზერაშვილს, მერაბიშვილს და გორიზიას ენმ-ში ფულის შოვნის გარდა არაფერი არ უნდათ -...

კეზერაშვილს, მერაბიშვილს და გორიზიას ენმ-ში ფულის შოვნის გარდა არაფერი არ უნდათ – მელიას სკანდალური განცხადება

Published on

კეზერაშვილს, მერაბიშვილს და ზაზა გორიზიას ენმ-ში ფულის შოვნის გარდა არაფერი არ უნდათ – ასეთი სკანდალური განცხადება გააკეთა ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში”

ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ არცერთი მეგრელი, ვინც გორიზიას იცნობს, არ იტყვის, რომ ის პარტიაში ქართველის თუ არაქართველის კეთილდღეობის გაზრდისთვის არის.

კეზერაშვილმა და ბატონმა მერაბიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, ნიკა მელია, უამრავ, სხვა ათას ადამიანთან ერთად, რომელ მართალ თუ არამართალ გზას დაადგება? ეს არის ძალიან ცუდი. ადამიანებს, რომლებსაც დრის აღქმა აქვთ დაკარგული და კალენდარით, მომავალ წელს, რომ 2024 ია ეს არ იციან. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ გარეთ 2004 წელია. მიხეილ სააკაშვილმა ის პროცესი, რომელიც დააგვირგვინა გამარჯვებით, სიმართლით დაიწყო და არა სიძველით და სიყალბით. იმათ რა უნდა ენმ-ში? ფულის შოვნის გარდა არაფერი არ უნდათ? რა უნდა კეზერაშვილს, მერაბიშვილს, ზაზა გორიზიას?. ვერცერთ მეგრელს ვერ იპოვი, რომელიც ალალად გეტყვის, ზაზა გოროზია იმიტომ იბრძის, რომ ნებისმიერი მეგრელის, ქართველის თუ არაქართველის კეთილდღეობა გაზარდოსო”. – ამბობს მელია

სიახლეები

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...