მთავარისიახლეებისაზოგადოებაძალიან შეშფოთებული ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო - მილერი სააკაშვილზე

ძალიან შეშფოთებული ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო – მილერი სააკაშვილზე

Published on

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აშშ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით შეშფოთებულია და ყურადღებით აკვირდება მის საქმეს.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის საქმეს. ძალიან შეშფოთებული ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ეს არაერთხელ ვუთხარით საქართველოს მთავრობას როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში. მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარება, რათა დაცული იყოს მისი უფლებები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეზე ყურადღებით დაკვირვებას”, – თქვა მეთიუ მილერმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩებმა მიმართვა გაავრცელეს. დიპლომატები მთავრობას მოუწოდებენ, უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარება.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...