მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინა ბერდიანსკის მიმართულებაზე წინ მიიწევს და კონტრშეტევის მეორე ტალღისთვის ემზადება

უკრაინა ბერდიანსკის მიმართულებაზე წინ მიიწევს და კონტრშეტევის მეორე ტალღისთვის ემზადება

Published on

“ბილდის” ინფორმაციით, უკრაინა კონტრშეტევის მეორე ტალღისთვის ემზადება, ხოლო პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოცემასთან საუბრის დროს აღიარა, რომ აქამდე კონტრშეტევა ნელი ტემპით მიმდინარეობდა, რისი მიზეზიც პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გაფრთხილება იყო.

ზელენსკის განცხადებით, ახლა დადგა დრო, როცა შესაბამის სტრუქტურებს შეუძლიათ ტემპის მომატებაზე იფიქრონ და ასეც მოხდება. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი კი აცხადებს, რომ ბერდიანსკის მიმართულებით, უკრაინელებმა რუსეთის თავდაცვის ზღუდე გაარღვიეს და წინ წაიწიეს. 

ზოგადად კი, სამხრეთის მიმართულებაზე, კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინელებმა საქართველოს ფართობზე სამჯერ დიდი ტერიტორია გაათავისუფლეს.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...