21 ივლისს ღამით რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონის ქალაქი ნიუ-იორკი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას დონეცკის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
როგორც უწყება აღნიშნავს, კიდევ სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. გარდა ამისა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ფერმები.
დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.