მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაუგებარია, რა შეიძლება მოეგო ენმ-ს გიორგი ვაშაძესთან ალიანსით - სარჯველაძე

გაუგებარია, რა შეიძლება მოეგო ენმ-ს გიორგი ვაშაძესთან ალიანსით – სარჯველაძე

Published on

ხაბეიშვილი-ვაშაძის პოლიტიკურ ალიანსს კრახს “ოცნება” კრახს უწინასწარმეტყველებს. მმართელი პარტიის ლდიერი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ გაუგებარია, რა სარგებელი შეიძ₾ება მოუტანოს ენმ-ს გიორგი ავშაძემ.

ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ მათი პოლიტიკა მავნებლურია და ის სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.

შეიძლება ხაბეიშვილი თვლიდეს, რომ ვაშაძისნაირი პოლიტიკოსი მიმატება მისი ფლანგის მხარდამჭერად, ეს შეიძლება იყოს კარგი ვარიანტი ან შეიძლება ეს სულაც არ იყოს ხაბეიშვილის ვერსია და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, რა შეიძლება მოეგო „ნაციონალურ მოძრაობას“, ამას, მემგონი, ვერავინ ხვდება. ერთადერთი, რაზეც ისაუბრეს, ეს არის კვლავ მიმართულება, რომელიც მავნებლურად აქვს აღებული ენმ-ს და მის ორბიტაზე მავალ პოლიტიკურ პარტიებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და არა ხელისუფლების წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ იმიტომ, რომ ხელისუფლებას რაღაც დააკლონ, დააზიანონ ევროპული პერსპექტივის საფუძველზე, კანდიდატის სტატუსის მაძიებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ კამპანიის გაჩაღება, რომ თითქოს დღეს სახელმწიფო არის რუსული სტრატეგიის გამტარებელი, ანტიდასავლური და ა.შ. რასაკვირველია, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მავნებლობა, – ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძე”ნაციონალურ მოძრაობაში” ბრუნდება. პარტიიდან დემარშით წასული “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი სააკაშვილის პარტიის მთავარი სახე ხდება.

ვაშაძე – ხაბეიშვილის ახალი პოლიტიკური ალიანსით დაიშალა ხოშტარია-ჯაფარიძესთან ერთად შექმნილი პოლიტიკური სამეული. ხოშტარიამ საკუთარი თავი “ნაცმოძრაობის” რიგებში ვერ დაინახა

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...