მთავარისიახლეები"უსათუოდ რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ ექიმები? მაშინ მოვიდეს და თვითონ გასინჯოს პრემიერმა"- "ოცნება“...

“უსათუოდ რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ ექიმები? მაშინ მოვიდეს და თვითონ გასინჯოს პრემიერმა”- “ოცნება“ პოლონელ ექიმებთან თანამშრომლობას აღარ აპირებს

Published on

გიული ალასანია თავად ირაკლი ღარიბაშვილის მოუწოდებს, თუ არ სჯერა რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, თავად მოინახულოს მესამე პრეზიდენტი.

“ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვყავდა ექიმები, გერმანიიდან, შვეიცარიიდან იყვნენ, ვინ დარჩა უკაცრავად? რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ უსათუოდ? მე არ ვიცი რა იგულისხმება. ყველა ვინც საჭირო იყო ჩამოყვანილი იყო, გასინჯეს, ნახეთ, აქაც გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები და იმათაც ნახეს, ასე რომ მე აღარ ვიცი ვინ უნდა გასინჯოს კიდე. მაშინ მოვიდეს და თვითონ გასინჯოს პრემიერმა,”- ამბობს გიული ალასანია.

მისივე განცხადებით, კლინიკა “ვივამედში” პოლონელი ექიმებისას განვითარებული მოვლენები მორიგი პროვოკაცია იყო მისი შვილის წინააღმდეგ. გიული ალასანია მომხდარში პენიტენციურ სამსახურის ადანაშაულებს და ამბობს, რომ ყოველთვის, როცა მისი შვილის თემის გააქტიურება ხდება, საქართველოში ცდილობენ ის მაქსიმალურად გადაფარონ.

„ქართული ოცნება“ კი პოლონელ ექიმებთან თანამშრომლობას აღარ აპირებს. პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, პოლონელმა ექიმებმა გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს:

“სამარცხვინო ფაქტი მოხდა, მალულად, ჩუმად გამოიტანეს ნიმუშები, რომელიც მათ აიღეს პატიმარი სააკაშვილისგან. ეს ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს. თავადვე მოახდინეს მათ მთლიანად ამ პროცესის დისკრედიტაცია. რა თქმა უნდა, ყოველგვარი სანდოობა დაიკარგა ამ პროცესის მიმართ…, ჩვენ არ გვაქვს არავითარი სურვილი, გავაგრძელოთ თანამშრომლობა” თქვა გუშინ, 19 ივლისს ღარიბაშვილმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...