მთავარისიახლეები"მორიგ ჯერზე ტყუის... თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და...

“მორიგ ჯერზე ტყუის… თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა” | არახამია ღარიბაშვილზე

Published on

“მორიგ ჯერზე ტყუის… თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა”, – ამის შესახებ უკრაინის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც “უკრაინა იყო დაინტერესებული, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მორიგ ჯერზე ტყუის და მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.

თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ქართველების ადგილი ჩვენთან ერთად ერთიან ევროპულ ოჯახში იყოს, სადაც უზრუნველყოფილია მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობა, – წერს არახამია.

სიახლეები

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...