მთავარისიახლეებისაზოგადოებაკორონავირუსისა და სიკვდილიანობის უნდა გვეშინოდეს და არა აპარტ-ოტელების გაყიდვის - ანქვაბი

კორონავირუსისა და სიკვდილიანობის უნდა გვეშინოდეს და არა აპარტ-ოტელების გაყიდვის – ანქვაბი

Published on

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული პრემიერმინისტრი ალექსანდრე ანქვაბი აპარტამენტებისა და სასტუმროების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის დასაშვებობის შესახებ ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საშიშია არა აპარტ-ოტელების გაყიდვა, არამედ კორონავირუსი და აფხაზეთში შობადობის შემცირება, პარალელურად სიკვდილიანობის ზრდაა. 

ე.წ.-მა პრემიერმა სტატისტიკაც მოიყვანა:

“2020 წელს ქვეყანაში 955 აფხაზი დაიბადა, 2021 წელს კი მათი რიცხვი 100-ით შემცირდა. 2022 წელს, დაბადებულ აფხაზთა რიცხვი 200-ით შემცირდა და სულ 755 ახალშობილი აფხაზი შეადგინა”.

მისი თქმით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ საგანგაშოა:

“1994 წლიდან 48.520 ადამიანი დაიბადა, ხოლო 40.163 – გარდაიცვალა. დანარჩენი თავად განსაჯეთ”, – თქვა ანქვაბმა. 

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...