მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუდაუთაში, სნაიპერმა სამი გასროლით, ე.წ. "კანონიერი ქურდი" მოკლა - დეტალები

გუდაუთაში, სნაიპერმა სამი გასროლით, ე.წ. “კანონიერი ქურდი” მოკლა – დეტალები

Published on

50 წლის ცნობილი აფხაზი ე.წ. კანონიერი ქურდი “დინ რიდი”, იგივე თემურ ახუბა დღეს, რამდენიმე საათის წინ, მაშინ მოკლეს, როცა მისი მეგობრის ალხაზ აგრბას მოსახსენიებელ, გარდაცვალებიდან ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ სუფრაზე იყო. 

ჩასაფრებულმა სნაიპერმა ე.წ. კანონიერი ქურდი მაშინ ამოიღო მიზანში, როცა ის ეზოში, მოსაწევად გავიდა და სუფრა დროებით დატოვა. 

სნაიპერმა “დინ რიდს” სამი ტყვია ესროლა, გასროლებს შორის სხვაობა სულ ორი წამი იყო, ამიტომ რეაგირება ვერავინ მოასწრო: ახუბას ორი ტყვია თავში, მესამე კი – მუცელში მოხვდა. 

კრიმინალური ავტორიტეტი ადგილზე გარდაიცვალა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მხოლოდ მისი სიკვდილი დააფიქსირა. მკვლელობა გუდაუთის რაიონის ტყიან სოფელ აბგარხუხში მოხდა. 

წლისთავის სუფრას სხვა კრიმინალური ავტორიტეტები, მათ შორის, ისინიც ესწრებოდნენ, ვისთანაც ახუბას კონფლიქტი ჰქონდა, მაგრამ ოჯახში მათ შორის კონფლიქტი არ მ,ომხდარა. ერთ-ერთი “ავტორიტეტი” – “პაკა”, ვისთანაც ახუბა კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებოდა, ოჯახიდან ადრევე წავიდა. 

სოხუმელი თემურ ახუბა 2013 წლიდან ატარებდა “კანონიერი ქურდის” ტიტულს, მაგრამ 2017 და 2019 წელს მისი ტიტული დიდი დავისა და დაპირისპირების საგანი გახდა – რამდენიმე აფხაზმა და ქართველმა “ავტორიტეტმა” მისთვის ტიტულის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა.

სწორედ ამ დაპირისპირებას უკავშირებენ ახუბას მკვლელობასაც, რადგან ის “ავტორიტეტები”, ვინც მისთვის ტიტულის ჩამორთმევას უჭერდნენ მხარს (“ასტამური” და “ხასი”) სოხუმის სანაპიროზე, რესტორნის გარე პერიმეტრზე, ცეცხლსასროლი იარაღით, 2019 წელს დაცხრილეს. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....