მთავარისიახლეები2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საზღვარი 443,624-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა - შსს-ს...

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საზღვარი 443,624-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა – შსს-ს სტატისტიკა

Published on

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საზღვარი ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეებმა გადაკვეთეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებიდან ხდება ცნობილი.

შსს-ს სტატისტიკით, ამ პერიოდში ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის 443,624 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 427,443 გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 145,339-ით აღემატება პირველი კვარტლის მონაცემებს. მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოში ჯამში 298,285 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.

საერთო ჯამში, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1,754,992 ადამიანი შემოვიდა და 1,683,567 გავიდა.

რუსეთის ფედერაციის შემდეგ, საზღვრის კვეთის რაოდენობით, ლიდერი 5 ქვეყანა ასე გამოიყურება:

რუსეთის შემდეგ, ქვეყნის საზღვარი ყველაზე ხშირად თურქეთის მოქალაქეებმა გადმოკვეთეს, საკვლევ პერიოდში ქვეყანაში 413,127 თურქეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო გავიდა 406,268
სომხეთიდან საქართველოში 285,403 მოქალაქე შემოვიდა და გავიდა 284,273
ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა – 119,855 მოქალაქე და გავიდა 112,477
ისრაელიდან შემოვიდა – 71,443 და გავიდა 69,472
საქართველოს საზღვარი გადაკვეთა აზერბაიჯანის 56,700-მა მოქალაქემ და ქვეყანა დატოვა 53,388-მ
უკრაინიდან კი შემოვიდა 51,387 ადამიანი და დატოვა 51,253-მა

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...