ზელენსკი მარცველულის შეთანხმების გაგრძელებას რუსეთის გარეშე ითხოვს. ოფიციალური წერილები უკრიანის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანსა და თურქეთის პრეზიდენტს გაუგზავნა. შედგა სატელეფონო საუბარიც ანტონიო გუტიერეშთან. სავარაუდოდ, სასურსათო უსაფრთხოებისა და შავი ზღვით პროდუქტის გატანის აღსადგენად ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება.
“თუ სადღაც კრემლში ჰგონიათ, რომ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, იქნება თუ არა სუფრაზე საკვები სხვადასხვა ქვეყანაში: ეგვიპტეში თუ სუდანში, იემენში თუ ბანგლადეშში, ჩინეთში თუ ინდოეთში, თურქეთში თუ ინდონეზიაში, მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა აჩვენოს, რომ შანტაჟის უფლება არავის არ
ამის ერთადერთი შესაძლო შედეგი არის სურსათის ბაზრების დესტაბილიზაცია და სოციალური ქაოსი იმ ქვეყნებში, რომლებიც კრიტიკულად არიან დამოკიდებულნი სურსათის იმპორტზე. უკრაინული სურსათი არის ძირითადი უსაფრთხოება ოთხასი მილიონი ადამიანისათვის”. – ამბობს ზელენსკი.