მთავარისიახლეებისაზოგადოება"უკრაინას სრული უფლება აქვს გადაწყვიტოს, როგორ დაიცვას თავისი ტერიტორია, ხალხი და თავისუფლება"...

“უკრაინას სრული უფლება აქვს გადაწყვიტოს, როგორ დაიცვას თავისი ტერიტორია, ხალხი და თავისუფლება” – ბლინკენი

Published on

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ამერიკული მხარე ყირიმის ხიდის დაზიანებასთან შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. გარდა ამისა, როგორც ბლინკენი ამბობს, უკრაინას თავისი ტერიტორიის და ადამიანების დაცვის ყველანაირი უფლება აქვს.

“რაც შეეხება ყირიმის ხიდს, ჩვენ ვაკვირდებით ამ ვითარების განვითარებას, ამასთან, უკრაინას სრული უფლება აქვს გადაწყვიტოს, როგორ აწარმოოს ომი, დაიცვას თავისი ტერიტორია, თავისი ხალხი და თავისუფლება”, – განაცხადა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, 17 ივლისის ღამეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა “საგანგებო შემთხვევის” გამო. მოგვიანებით რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ხიდზე დაიღუპა ცოლ-ქმარი, მათი არასრულწლოვანი შვილი კი დაშავდა.

უკრაინის ხელისუფლება ბრალდებებს ჯერჯერობით არ პასუხობს. თუმცა, უკრაინული მედია წერს, რომ
ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა ორშაბათს დილით განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქებები შესაძლოა რუსეთის პროვოკაცია იყოს მარცვლეულის შეთანხმების განხილვის ფონზე.

სიახლეები

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...