მთავარისიახლეებისაზოგადოებაროცა დასავლეთი გავაფრთხილე პუტინის შესახებ, მე უგულებელყოფილი ვიყავი - მიხეილ სააკაშვილი The...

როცა დასავლეთი გავაფრთხილე პუტინის შესახებ, მე უგულებელყოფილი ვიყავი – მიხეილ სააკაშვილი The Times-სთან

Published on

“პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვა თითქმის ორი ათეული წლის წინ გამოთქვა, მაგრამ როდესაც დასავლეთი გავაფრთხილე, მე უგულებელყოფილი ვიყავი” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი გამოცემა The Times-ისთვის გაგზავნილ წერილში წერს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ პუტინი მიწების მიტაცების შესახებ თავის გეგმებზე ღიად 2004 წელს საუბრობდა. წერილში სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ “საქართველოს მოსკოვისკენ მიბრუნება ორკესტრირებულია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ.

“პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვა თითქმის 2 ათეული წლის წინ გამოთქვა, მაგრამ დასავლეთმა უგულებელყო გაფრთხილებები მისი აგრესიული ტერიტორიული ამბიციების შესახებ. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პუტინი არ მალავდა მიწის მიტაცების გეგმებს, როცა ისინი მოლაპარაკებებისთვის შეხვდნენ კრემლში 2004 წელს. “ყველაფერი, რასაც ის ახლა აკეთებს, მეტ-ნაკლებად ამიხსნა ჩვენს პირველ შეხვედრაზე“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

კრემლში შეხვედრის შემდეგ ბერლინში გაემგზავრა პუტინთან დაკავშირებით თავისი შეშფოთების გამოსახატად, თუმცა გერმანიის მაშინდელი კანცლერი გერჰარდ შროდერი გულცივი იყო. გასაკვირი არ იყო, რომ მან მაშინვე განმკიცხა პუტინთან” – აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი. “როცა დასავლეთი გავაფრთხილე პუტინის შესახებ, მე უგულებელყოფილი ვიყავი, როგორც არასტაბილური გამწარებული გიჟი” – წერს სააკაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ “საქართველოს მოსკოვისკენ მიბრუნება ორკესტრირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ოლიგარქის, რომელმაც ქართული ოცნება დააფუძნა. ჩემი საქმე კი აშკარად არის რუსეთის უფრო დიდი ჰიბრიდული ომის ნაწილი.

სტატიაში საუბარია სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდზეც და ნათქვამია, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მან გაატარა ყოვლისმომცველი რეფორმები კორუფციის აღმოსაფხვრელად და ქვეყანა NATO-სა და ევროკავშირის გზაზე დააყენა.

გამოცემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც საუბრობს და წერს, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებას აღწერს, როგორც “მორალური არჩევანს”, რომელიც მიზნად საქართველოში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავდა.

სიახლეები

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...