მთავარისიახლეებისაზოგადოებარამდენი რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ, ყველა არახამია რომ გახდეს, ვერაფერს შეცვლიან -...

რამდენი რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ, ყველა არახამია რომ გახდეს, ვერაფერს შეცვლიან – ღუდუშაური

Published on

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაურიც ამბობს, რომ ევროპარლამენტარებმა საქართველოს ბოდიში უნდა მოუხადონ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით “დეზინფორმაციის” გავრცელებისთვის.

“ისე შორს როდესაც წავიდნენ და კონკრეტული დასახელებები მოაყოლეს, რითი არის სააკაშვილი მოწამლული, ამის ფონზე, როცა აზიანებს ქვეყანას, უნდა გამოხვიდე და ბოდიში მოიხადო, თუ შენ მართლა გულწრფელად გინდა იმ ქვეყანასთან და იმ ქვეყნის ხალხთან მეგობრობა.

ამ ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული მთავრობა, რომელიც ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, აქედან გამომდინარე, რამდენი რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ, სულ რომ ყველა რადას წევრი არახამია გახდეს ერთ მშვენიერ დღეს, ღმერთმა დაიფაროს უკრაინა ამისგან, მაგრამ მაინც ვერაფერს შეცვლიან, რადგან ჩვენ ჩვენს სუვერენიტეტს დავიცავთ”, – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

სიახლეები

“დიახ, არ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას“ – ნიკა გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა...

ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების...

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...