მთავარისიახლეები2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში თავშესაფარი 224-მა უცხოელმა მოითხოვა - სტატისტიკა

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში თავშესაფარი 224-მა უცხოელმა მოითხოვა – სტატისტიკა

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 224 პირი აღირიცხა. მათგან 44 ირანის მოქალაქეა, 39 უკრაინის, 25 რუსეთის. თავშესაფრის მაძიებელთა შორის ასევე იყვნენ ეგვიპტის, სირიის, უზბეკეთის, პაკისტანისა და ნიგერიის მოქალაქეები.

ბოლო სამ თვეში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა უცხო ქვეყნის 6 მოქალაქეს. მათგან 3 რუსეთის, 3 კი ბანგლადეშის მოქალაქეა.

ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა უცხო ქვეყნის 49 მოქალაქეს. მათგან 46 უკრაინის მოქალაქეა, 1 ერაყის, 2 დაუდგენელი მოქალაქეობის.

შსს-ის სტატისტიკის მიხედვითვე, მოცემულ პერიოდში სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქეს. მათგან 37 ირანიდან იყო, 21 თურქეთიდან, 10 იორდანიდან, 5 რუსეთიდან.

ამას გარდა, აპრილი, მაისი, ივნისში საქართველოდან უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის, აზერბაიჯანის 19, ინდოეთის 6, ირანის 6, რუსეთის 2, ჩინეთის 4, ეგვიპტის 3.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...