მთავარისიახლეებისაზოგადოებაU21 ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისთვის UEFA-ს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა

U21 ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისთვის UEFA-ს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა

Published on

უეფას პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერს ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებულად ჩატარებისთვის და დაწერა, რომ ჩემპიონატი ისტორიაში შევა. 

უეფას პრეზიდენტის მადლობის წერილში მაღალი დასწრების და ტურნირის ხარისხის გარდა, ყურადღება ეთმობა ძალისხმევას, რომელიც საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის გამართვაზე იყო მიმართული, მათ შორის, ნახსენებია ხუთი ახალი საწვრთნელი ბაზა და სტადიონები თბილისსა და ქუთაისში.

ალექსანდერ ჩეფერინის შეფასებით, ეს ყველაფერი ქართულ ფეხბურთზე მომავალში დიდ გავლენას იქონიებს. მეტი წარმატების მოლოდინი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ მატჩებს ოჯახის წევრებთან და ოფიციალურ სტუმრებთან ერთადაც ესწრებოდა, უეფას პრეზიდენტის შეფასებას გამოეხმაურა.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...