გამორიცხული არაფერია, მიმდინარეობს მოკვლევა – მეუფე შიო მის შესაძლო მოწამვლაზე

0
189

“ახლა უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს” – ასე პასუხობს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო ჟურნალისტების კითხვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვებს. მეუფე შიო მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, გადაჭრით ვერაფერს ამბობს.

კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა დარიშხანი მის პანაღოასა და სავარძელზე, ერთ-ერთ ვერსიად ქარხნულ წესს ასახელებს.

მეუფეს თქმით, მომხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.

“უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს, შეუძლებელია, იმაზე საუბარი რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება ეს იყო ქარხნული, შეიძლება არა, მიმდინარეობს მოკვლევა”- განაცხადა მეუფემ.

შეგახსენებთ, “მთავარმა არხმა” 5 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქის მოსაყდრე მოწამლეს და მის სისხლში დარიშხანის კვალი აღმოჩნდა.

სისხლში მომწამვლელი ნივთიერების არსებობის შესახებ ინფორმაცია 6 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა. როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის უტყუარად დადასტურებისთვის “დამატებითი კვლევები და გამოძიებაა საჭირო”. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიოს შესაზლო მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

წინა სტატიასამწუხაროა, თუმცა უკრაინასთან ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში – კობხიძიე რადას რეზოლუციაზე
შემდეგი სტატიასანამ ყირიმი ოკუპირებულია, რუსეთთან მოლაპარაკებები არ განახლდება – პოდოლიაკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური