მთავარისიახლეებირადამ მხარი დაუჭირა მიმართვის პროექტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს

რადამ მხარი დაუჭირა მიმართვის პროექტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს

Published on

უკრაინის რადაში კენჭი ეყარა მიმართვის პროექტს, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ავალდებულებს, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. დეპუტატებმა მიმართვის პროექტს მხარი დაუჭირეს.

ინიციატივა გულისხმობს მიმართვას საქართველოს პრეზიდენტისადმი, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისადმი, ევროპარლამენტისადმი, გაეროს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისადმი, ასევე BSEC-ისა და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეებს.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

მიმართვას ხელს ათობით დეპუტატი აწერს, მათ შორისა მმართველი ფრაქციის ლიდერი – დავით არახამია.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...