მთავარისიახლეები"პრორუსული ხელისუფლება სააკაშვილის მკურნალობას შეუძლებელს ხდის" - პოლონური მედიის სტატია

“პრორუსული ხელისუფლება სააკაშვილის მკურნალობას შეუძლებელს ხდის” – პოლონური მედიის სტატია

Published on

“პოლონეთის ბრძოლა სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის – პრორუსული ხელისუფლება სააკაშვილის მკურნალობას შეუძლებელს ხდის” – ამ სათაურით აქვეყნებს პოლონური გამოცემა ნეზალეზნა სტატიას საქართველოში ევროკავშირის ეგიდით პოლონელი ექიმების ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშიევსკა, რომელსაც თბილისში ყოფნისას საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის მონახულებაზე უარი ორჯერ უთხრა, გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ პოლონეთი საბოლოოდ იბრძვის იმისთვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ პოლონეთში გადაიყვანონ.

“ამ სამედიცინო მისიის დასკვნის საფუძველზე, დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები. ქართული მხარე თავიდანვე ფორმალურად დათანხმდა სააკაშვილთან სამედიცინო კომისიის დაშვებას, მაგრამ ნებისმიერ ფასად ცდილობდა გაეჭიანურებინა თანხმობის გაცემის პროცესი. თვეობით ეჭვი შეჰქონდა ჩვენი ექიმების კომპეტენტურობაში და უარს ამბობდა დახმარების მიღებაზე. პრემიერმა მორავეცკიმ შეძლო ამისკენ ევროკავშირის ქვეყნების ყველა პრემიერმინისტრის ყურადღება მიექცია და სწორედ საერთაშორისო ზეწოლამ განაპირობა შედეგიც. ეს პოლონელ ექიმთა საუკეთესო გუნდია. ისინი სრულად შეაფასებენ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ახლა მათი დასკვნის მოლოდინში ვართ. ფოტოებში, რომელიც ვნახეთ, ჩანს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება. ამ ფოტოებით, რომელიც თვიდან თვემდე ვრცელდება, ასევე ვხედავთ, თუ როგორ სისტემასთან გვაქვს საქმე საქართველოში და საით მივყავართ მას. საბოლოოდ, პოლონეთი იბრძვის იმისთვის, რომ პრეზიდენტ პოლონურ კლინიკაში უმკურნალონ და შესაბამისი დახმარება მიიღოს, – თქვა მალგოჟატა გოშიევსკამ.

ამავე ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს პოლონეთის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეც. პაველ კოვალის თქმით, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს დახმარება გაუწიონ, ზუსტად უნდა დადგინდეს რა სჭირს მას, “დასავლელი ექიმები კი ამას საუკეთესოდ აკეთებენ”.

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბევრი რამ კიდევ უცნობია. ის გამოკეტილია თბილისის კლინიკაში და იმისთვის, რომ დავეხმაროთ, ზუსტად უნდა განისაზღვროს მიდი მდგომარეობა – ისე, რომ არავის ეპარებოდეს ეჭვი, რომ დასავლელი ექიმები ამას საუკეთესოდ აკეთებენ”, – აღნიშნა მან.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...