მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 506-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

ომის 506-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

Published on

უკრაინაში ომის 506-ე დღე დაიწყო: ოკუპანტები გამუდმებით უტევენ ლიმანის, ავდეევკის, მარინკას მიმართულებით, ხოლო ბახმუტის მიმართულებაზე უკრაინელებმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკან დაახევინეს. 

უკრაინის გენშტაბის წარმომადგენლის ოლექსანდრ კოვალენკოს ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებულად შეუტიეს ბახმუტის მიმართულებაზე: “გვაქვს წარმატებები ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით, შეტევით მიმართულებებზე, კონკრეტულად, ბელა გორა-ანდრეევკას მიმართულებაზე, სადაც აღებულ პოზიციებს ვამაგრებთ”, – განაცხადა მან ტელემარათონის ეთერში. ამავე დროს, მან დაადასტურა, რომ ოკუპანტები ისევ უტევენ ლიმანის, ავდეევკისა და კუპიანსკის მიმართულებით, თუმცა, უკრაინელები ამ შეტევებს იგერიებენ.

რაც შეეხება საერთო სიტუაციას, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებებზე.

კერძოდ, ბახმუტის მიმართულებით, უკრაინელები აგრძელებენ შეტევით მოქმედებებს ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით. ბელაია გორასა და ანდრეევკას მიმართულებაზე აღენული პოზიციები მყარდება. 
2023 წლის 13 ივლისის საღამოდან დილის ოთხ საათამდე, რუსმა ტერორისტებმა 17 “შაჰიდი” გაუშვეს  სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან და პრიმორსკ-ახტარიდან.
სამხრეთისა და აღმოსავლეთ რაიონებში, უკრაინელმა მეზენიტეებმა 16 “შაჰიდი” გაანადგურეს. 
გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო-საავიაციო დარტყმები განახორციელეს. მათ უკრაინის ქალაქების მიმართულებით 2 ფრთოსანი რაკეტა “კალიბრი”, 1 ბალისტიკური რაკეტა “ისკანდერ-მ” და 20 ირანული დამრტყმელი დრონი “შაჰიდი” გაუშვეს.
უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურდა 2 ფრთოსანი რაკეტა “კალიბრი” და 20-ვე “შაჰიდი”. ასევე, მტერმა 52 საჰაერო დარტყმა განახორციელა და 50-მდე ჭურვი ისროლა რეაქტიული ცეცხლის სისტემებიდან სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით.
მოწინააღმდეგე აგრძელებს ძირითად ძალისხმევას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში 30-მდე შეტაკება 30-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...