“მე იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში მაინც ის [სალომე ზურაბიშვილი] მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოო ჯამში, ქვეყნის ინტერესებშია. არა ვიღაცის ინტერესების კარნახით იმოქმედებს, არამედ იმოქმედებს ქვეყნის ინტერესების კარნახით.
თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მიმართვაზე, ასევე რადაში დარეგისტრირებულ მიმართვაზე ჰკითხეს. ჟურნალისმა კობახიძეს ჰკითხა, “შესაძლებელია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ზეწოლას ვერ გაუძლოს და გავლენის ქვეშ მოექცეს”.