ვინ არის მოზარდი, რომელიც მარტვილის კანიონთან დაიღუპა – დეტალები

0
196

გავრცელებული ინფორმაციით, მარტვილის კანიონის ტერიტორიაზე, მდინარე აბაშაში 17 წლის მოზარდი ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევა დღეს მოხდა. 

“ოდიშინიუსმა” დეტალების გარკვევა შეძლო: ახლობლების ნაამბობის მიხედვით, მოზარდი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა და, სავარაუდოდ, გონება უკვე დაკარგული ჰქონდა, როცა მდინარეში ჩავარდა:

დაღუპული 17 წლის დათო საჯაიაა, სენაკიდან – ის დედისერთაა. დათომ სკოლა წელს დაამთავრა და, გავრცელებული ინფორმაციით, ტაიკავნდოს გუნდის წევრი იყო.  

“კლდეზე სურათის გადაღების დროს ფეხი დაუცდა. ზურგით დაცემულმა, თავი კლდეს ჩამოარტყა და უკვე გათიშული იყო, როდესაც წყალში ჩავარდა”, – წერს დათო საჯაიას ახლობელი “ფეისბუქზე”. 

ტელერადიოკომპანია “ოდიში” სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

წინა სტატიამარტვილის კანიონის მახლობლად, მდინარე აბაშაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო
შემდეგი სტატია“პრორუსული ხელისუფლება სააკაშვილის მკურნალობას შეუძლებელს ხდის” – პოლონური მედიის სტატია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური