მთავარისიახლეებისამართალიშსს-მ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 13 პირი ერთდროულად დააკავა - დეტალები

შსს-მ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 13 პირი ერთდროულად დააკავა – დეტალები

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა. შსს-ის ცნობით, ისინი მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. კერძოდ, ერთვებოდნენ დავებში, გადაწყვეტილებებს “ქურდული სამყაროს” წესების შესაბამისად იღებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს თანხის მიტანას, როგორც სიტყვიერად ისე, ძალის გამოყენებით აიძულებდნენ.

საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში ჩატარდა. “კურიერი” ერთ-ერთ მისამართზე იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საპოლიციო ღონისძიების შესახებ მათ გამთენიისას გაიგეს, თუმცა საქმის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულების პოზიცია. “კურიერი” ესაუბრა ადვოკატებს, რომლებიც ამ ეტაპზე დაკავებულებს არ შეხვედრიან. დღეს, სავარაუდოდ, დღის ბოლოს მივლენ ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში და ასევე, არ არის გამორიცხული, დღესვე მოხდეს დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სიახლეები

არალეგიტიმურ პარლამენტში, ოკუპანტი ქვეყნისათვის საჭირო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გამართულ კომისიაზე, არცერთ ნათქვამ ფრაზას არ აქვს ფასი – მელია

"არალეგიტიმურ პარლამენტში, ოკუპანტი ქვეყნისათვის საჭირო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გამართულ კომისიაზე, არცერთ ნათქვამ ფრაზას არ აქვს...

ოცნების საგარეო უწყებამ ავსტრიის საერთაშორისო საქმეთა მინისტრის მხრიდან რეჟიმის გაკრიტიკების ფაქტი დამალა – ბოჭორიშვილი-რაიზინგერის შეხვედრა

ოლიგარქის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოჭორიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით, ავსტრიის საგარეო სამინისტროსგან განსხვავებული შინაარსის განცხადება გაავრცელა....

მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვაზე მივიდა

მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვაზე მივიდა - ვიმყოფებით ივანიშვილის მიტაცებულ სასამართლოში, ნაციონალური მოძრაობის...

სტრასბურგმა “რუსულ კანონთან” დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსულ კანონთან" დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო....