ნატოს კარი ღიაა და გაწევრიანებისთვის საჭიროა რეფორმების განხორციელება – დეგნანი

0
230

“ვილნიუსის გზავნილი იყო ძალიან მკაფიო, ნატოს კარი ღია რჩება როგორც საქართველოსთვის ასევე უკრაინისთვის. ნატოს მოკავშირეებს სურთ საქართველოს ხილვა ნატოში, თუმცა ამისთვის საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ეს ნაბიჯები არის ნათელი და მკაფიო და ახლა ყველაფერი საქართველოს ხელშია, განახორციელოს ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც საჭიროა ნატოში და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. მათ შორის ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების რეფორმა, რომ როგორც სამხედრო კუთხით, ასევე პოლიტიკურ დემოკრატიული კუთხით საქართველო იყოს სტაბილური. ყველა მოკავშირე და განსაკუთრებით აშშ საქართველოს წევრობას მხარს უჭერს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ნება- სურვილი რომ განხორციელდეს ის რეფორმები რაზეც საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრმა სამიტზე კარგად წარმოადგინა საქართველო, ამ სამიტის მთავარი თემა იყო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა და მათი მხრიდან უკრაინის და იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებმაც თავად უნდა აირჩიონ ამა თუ იმ ორგანიზაციებში გაწევრიანება. რუსეთი ცდილობს რომ ამ ქვეყნებს წაართვას არჩევანი, სწორედ ამ სამიტზე დაფიქსირდა რომ ეს არის მიუღებელი. ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება აირჩიოს თავისი უსაფრთხოების ალიასი და მათ შეძლონ თავისი ტერიტორიების დაცვა. ნატოს კარი ღიაა და გაწევრიანებისთვის საჭიროა რეფორმების განხორციელება.”

ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ვილნიუსის ნატოს სამიტის შეფასებისას.

წინა სტატიაF-16-ების უკრაინისთვის გადაცემას ბირთვულ საფრთხედ განვიხილავთ – ლავროვი
შემდეგი სტატიაარასდროს გავცვლით სტატუსს ნებისმიერ ტერიტორიაზე -ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური