მთავარისიახლეებიმსოფლიოF-16-ების უკრაინისთვის გადაცემას ბირთვულ საფრთხედ განვიხილავთ - ლავროვი

F-16-ების უკრაინისთვის გადაცემას ბირთვულ საფრთხედ განვიხილავთ – ლავროვი

Published on

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვი F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას ბირთვულ საფრთხედ განიხილავს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ შეერთებული შტატები და მისი ნატოს მოკავშირეები რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკს ქმნიან, რომლის შესაძლო შედეგებს მან კატასტროფული უწოდა.

შეგახსენებთ, ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში 11-მა პარტნიორმა ქვეყანამ უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების სამართავად უკრაინელი პილოტების მომზადების პირობები.

ამასთან, სამიტზე გადაწყდა, რომ თვითმფრინავებს უკრაინას არა აშშ, არამედ ნატოს წევრი ევროპის ის ქვეყნები მიაწვდიან, რომლებსაც ეს თვითმფრინავები შეიარაღებაში აქვთ. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...