მთავარისიახლეებიწინსვლა არ აქვს არც საქართველოს არც უკრაინას, სტატუს-კვო შენარჩუნდა - კობახიძე NATO-ში...

წინსვლა არ აქვს არც საქართველოს არც უკრაინას, სტატუს-კვო შენარჩუნდა – კობახიძე NATO-ში გაწევრიანებაზე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნატოს ვილნიუსის სამიტზე სტატუს-კვო არ შეცვლილა არც საქართველოსთვის და არც უკრაინისთვის. მისი თქმით, როგორც გუშინ არ იცოდა არავინ როდის და როგორ გახდებიან საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები, ანალოგიური ვითარებაა გუშინდელი კომუნიკეს შემდეგაც.

“სტატუს-კვო შენარჩუნდა. ძალაში რჩება არსებითად ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, იმის თაობაზე, რომ ორივე ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, თუმცა, ამის მიღმა გუშინ არ იყო არავითარი კონკრეტიკა. რაც გასაგებიც არის, პირდაპირ აისახა დამოკიდებულება ამ დოკუმენტში, მათ შორის რუსეთთან მიმართებით ნატოს აქვს პრაგმატული პოლიტიკა. პირდაპირ წერია ამ დოკუმენტში, რომ ნატოს სურვილი არ არის კონფრონტაცია რუსეთთან, და ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ არ გვაქვს რაიმე სიახლე, არის სტატუს-კვო შენარჩუნებული.

მან ტყუილი უწოდა განცხადებებს, რომ ბუქარესტი სამიტის შემდეგ საქართველოს რეგრესი აქვს. კობახიძე ამტკიცებს, რომ წინსვლა გაწევრიანების კუთხით არცერთ ქვეყანას არ აქვს.

“სტატუს-კვო შენარჩუნდა საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც, რაც ნიშნავს იმას, რომ წინსვლა არ აქვს არც საქართველოს არც უკრაინას, შესაბამისად წინსვლაზე არ გვაქვს ჩვენ საუბარი. არ აქვს არავითარი წინსვლა”, – თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი MAP-ის გარეშე გახდება. ალიანსის წევრებმა შეათანხმეს სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი, რათა უკრაინა ნატოსთან კიდევ უფრო დააახლოონ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...