პოლიტიკური დევნა, მედიაგარემო, პროპაგანდა და მესამე პრეზიდენტის საკითხი – ეს ის თემები იყო, რომლებზეც სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროდეპუტატებთან შეხვედრაზე ნიკა გვარამიამ ისაუბრა:
“აინტერესებდათ პოლიტიკური დევნის შესახებ, მედიის მდგომარეობის შესახებ, პროპაგანდის შესახებ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ამაზე ყველაფერზე ვისაუბრეთ. როგორ ვხედავ გამოსავალს, ესეც იყო მათთვის საინტერესო
ცალკე განვხილეთ მიშა სააკაშვილის საკითხი.
საინტერესო იყო ძალიან და იმედი მაქვს, რომ რამე შედეგს ჩემი ქვეყნისთვის მოიტანს” თქვა ნიკა გვარამიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, “მთავარი არხის” დამფუძნებელი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ უცხოურ ვიზიტს მართავს.
სტრასბურგში ვიზიტის პირველი დღე ნიკა გვარამიასთან ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაში თითქმის ყველა მძლავრი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მოგვიანებით ევროდეპუტატებმა “მთავარი არხის” დამფუძნებელი ვახშამზეც მიიწვიეს მეუღლესთან, სოფო ლილუაშვილთან ერთად, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ნიკას პოლიტიკური პატიმრობის საქმეზე დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში.