მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 504-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

ომის 504-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

Published on

უკრაინის არმია აგრძელებს ოკუპანტთა პირადი შემადგენლობის ლიკვიდაციას და მინიმუმ, სამი მიმართულებით შეტევითი ოპერაციებს, – ამასთან, დასავლელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინა არ იჩქარებს კონტრშეტევის ახალ ეტაპზე გადასვლას და გააგრძელებს ოკუპანტთა ძალების გამოფიტვის პროცესს. 

ნატო ჯერ არ ჩქარობს, მიიწვიოს უკრაინა თავის რიგებში მანამ, სანამ ქვეყანა ომშია ჩაბმული, თუმცა, მკვეთრ სიგნალებს იძლევა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.  

უკრაინელი მებრძოლები ისევ ფლობენ ინიციატივას ბახმუტის მიმართულებაზე და “თავდაჯერებული ტემპით მიიწევენ წინ”.

ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში აღმოსავლეთ დაჯგუფების მეთაურის მოადგილემ სერგეი ჩერევატიმ “ტელემარათონის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენი ძალები გმირულად იბრძვიან ბახმუტის მიმართულებაზე. ზოგ შემთხვევებში მტერი საბრძოლო მასალების რაოდენობით ჩვენ გვჯობნის, ამიტომაც, ასეთ შემთხვევებში გვშველის მხოლოდ ჩვენი საბრძოლო განსწავცლულობა, მოტივაცია და ბრძოლისუნარიანობა.

აქედან გამომდინარე, წინ მივიწევთ ნელი, მაგრამ თავდაჯერებული ტემპით, პირადი შემადგენლობის გაფრთხილებით – ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა სერგეი ჩერევატიმ.

მან არ გამორიცხა, რომ უახლოეს პერიოდში ოკუპანტებმა, შესაძლოა, ბახმუტი დატოვონ, უკრაინის არმიის გამუდმებული საარტილერიო შეტევების ფონზე.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...