მთავარისიახლეებისაზოგადოებანატოს სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ მიწვევა იდეალური იქნებოდა - ზელენსკი

ნატოს სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ მიწვევა იდეალური იქნებოდა – ზელენსკი

Published on

სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ მოწვევა რომ ყოფილიყო იდეალური იქნებოდა – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვილნიუსში, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ მოწვევა რომ ყოფილიყო იდეალური იქნებოდა. ჩვენ გვესმის, რომ ვიღაცას ახლა ეშინია ჩვენს წევრობაზე ალიანსში ლაპარაკი, რადგან არავის სურს მსოფლიო ომის გაჩაღება. ჩვენ ცივილიზებული ხალხი ვართ და გვესმის, რომ სანამ ომი მიდის, ნატოს წევრი ვერ ვიქნებით, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი სიგნალები გაისმა. ეს იყო სიგნალები იმისა, რომ უკრაინა ნატოს წევრი იქნებოდა და ეს ნდობა პირველად ისმის. ეს არ არის დამატებითი გარანტიები და ჩვენ არა გვაქვს რეალური იურიდიული გარანტიები, მაგრამ გვაქვს ფაქტობრივი გარანტიები – ფინანსური, სანქციების სახით, თავდაცვითი. მნიშვნელოვანია, რომ სამიტზე გამოცხადებული უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება იქცეს პირველ იურიდიულ დოკუმენტად.” თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ნატოს ქვეყნების ლიდერები ვილნიუსში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ უკრაინა მომავალში გახდება ალიანსის წევრი MAP-ის გარეშე, ანუ მას აღარ დასჭირდება გრძელვადიანი ე.წ. კანდიდატის „სამოქმედო გეგმა“. ასევე, შეიქმნება ნატო-უკრაინის საბჭო, რომელის პირველი სხდომაც დღეს გაიმართება, გარდა ამისა, ნატო უკრაინას მრავალწლიან პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...